Belive

ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირს იწყებს | პირველი მეტოქე მე-18 ჩოგანია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ყოველწლიური საჩოგბურთო კალენდარის მიხედვით გაწერილი ტურნირები ფაქტობრივად ბოლო ეტაპზე მივიდა - დარჩენილია ვენის 500-ქულიანი ტურნირი, პარიზის მასტერსი და შემდეგ წლის შემაჯამებელი ტურნირი. ვენის ტურნირზე საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 25-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს, რომელიც ინდიან უელსის ფინალის შემდეგ, პირველ შეხვედრას გამართავს. ნიკას მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი, პაბლო კარენო ბუსტა იქნება, რომელმაც ბოლო შეხვედრა ინდიან უელსზე გამართა, სადაც კარენ ხაჩანოვთან 2-სეტში დამარცხდა, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაამარცხა ბასილაშვილმა ხაჩანოვი. საყურადღებოა, რომ ესპანელი და ქართველი ჩოგბურთელი ერთმანეთის წინააღმდეგ ერთხელ არიან წარმოდგენილნი, 2018 წელს, სადაც ბასილაშვილმა ოპონენტს 2-სეტში სძლია. დღევანდელ შეხვედრაში, მიუხედავად ბასილაშვილის ბრწყინვალე ჩოგბურთის ინდიან უელსზე, ექსპერტებმა ფავორიტად კარენო ბუსტა მიიჩნიეს.

სხვა სტატიები