Belive

ბასილაშვილი ვენის ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ვენაში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ავსტრიული ტურნე წარუმატებელი გამოდგა. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ წრეში ფერნანდო ვერდასკოს (40) დაუპირისპირდა. პირველი სეტის მოგების (6:2) მიუხედავად, ნიკოლოზმა ესპანელ ჩოგბურთელთან ზედიზედ 2 სეტი წააგო (2:6; 1:6) და ტურნირს გამოეთიშა. ბასილაშვილი ვენაში 2018 წლის გათამაშებაშიც პირველივე რაუნდში დამარცხდა. შარშან ქართველმა კევინ ანდერსონთან შეხვედრა 3 სეტში დათმო.  

სხვა სტატიები