Belive

ბასილაშვილი Vs. ბერეტინი | პრევიუ

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ახალი კვირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები არიან თავმოყრილნი.

ტურნირის პირველი რაუნდები უკვე ჩატარდა, სადაც საქართველოს პირველი ნომერი, მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერ, პაბლო კარენო ბუსტას შეხვდა და 3-სეტიან ბრძოლაში გაიმარჯვა.

მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, იტალიელი ჩოგბურთელი, მატეო ბერეტინი იქნება.

ექსპერტების შეფასებით შეხვედრის ფავორიტად იტალიელი ჩოგბურთელია მიჩნეული.



თავის მხრივ მატეო ბერეტინიმ პირველ რაუნდში ალექსეი პოპირინის დამარცხება შეძლო. C'est cette enzyme qui est responsable de la dégradation monoxyde d'azote viagra naturel qui permet l'érection.

ეს კონკრეტული ქართულ-იტალიური დაპირისპირება აქამდე 5-ჯერ გაიმართა, საიდანაც 2-ჯერ ბასილაშვილმა, 3-ჯერ კი ბერეტინიმ იმარჯვა.

საგულისხმოა, რომ ბერეტინიმ ბასილაშვილს ბოლო 3-დან 3-ვე შეხვედრა მოუგო.

ბასილაშვილს ბოლო 7 თამაშიდან 6 მოგება აქვს, ის ერთი ავადსახსენებელი წაგება კი ინდიან უელსის ფინალში, კამერონ ნორის წინააღმდეგ იწვნია. ხსენებულიდან გამომდინარე, ქართველ ჩოგბურთელს მატეო ბერეტინის დამარცხების პოტენციალი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას რომ აქვს.

ბასილაშვილისა და ბერეტინის შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები