Belive

ბასილაშვილის ბადე ჰალეს ტურნირზე | ბალახის სეზონი დაიწყო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
როლან გაროსის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი ბედი შტუტგარტის ტურნირზე სცადა, სადაც დასტინ ბრაუნის დამარცხების შემდეგ, მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ დამარცხდა. შტუტგარტის ტურნირი ნიკოლოზისთვის პირველი ბალახისსაფარიანი შეჯიბრი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ცხრილის მიხედვით, ივნისის შუა რიცხვებიდან ბალახისსაფარიანი ტურნირები იწყება. შტუტგარტის ტურნირის შემდეგ ნიკა კვლავ გერმანიაში დარჩა და ჰალეს ტურნირზე ასპარეზობა გადაწყვიტა, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. მოლეკერისა და ჰანფმანის დამარცხების შემდეგ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი პირველი მეტოქე, გამოცდილი ფრანგი, ჟილ სიმონი იქნება. ქართველი ჩოგბურთელი ფრანგი ოპონენტის წინააღმდეგ ფავორიტად არის მიჩნეული. პირველ რაუნდში ქართველის წარმატების შემთხვევაში, მისი სავარაუდო მომდევნო მეტოქე სავარაუდოდ კვლავ იანიკ ჰანფმანი იქნება, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე გაუმკლავდა, თუმცა ეს უკანასკნელი ტურნირზე "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი ორივე ბარიერს წარმატებით დაძლევს, ლუკას ლაცკოსა და ლოიდ ჰარისის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ნახევარფინალში კი ბასილას დიდი შანსით ანდრეი რუბლევი გადაეკვეთება.

სხვა სტატიები