Belive

ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე კოლეჯის სტუდენტია და მოყვარულის სტატუსი აქვს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს აშშ-ის ღია პირველობის მე-2 ეტაპზე ჯენსონ ბრუკსბის (394) დაუპირსპირდება. შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. ამერიკულ მედიაში დღეს ბრუკსბის შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. 18 წლის ჩოგბურთელს აშშ-ის ღია პირველობაზე მოგებული 100 000 დოლარის აღება არ შეუძლია. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჯენსონი კოლეჯის სტუდენტია. ასეთ დროს, ჩოგბურთელები მოყვარულის სტატუსით არ ასპარეზობენ და მოგებული თანხის მიღების უფლება არ აქვთ. ბრუკსბიმ New York Times-თან საუბარში განაცხადა, რომ დარწმუნებული არ იყო, მოახერხებდა თუ არა პროფესიონალის სტატუსის მოპოვებას, რაც შემდგომ მას თანხის მიღების საშუალებას მისცემდა  

სხვა სტატიები