Belive

ბასილაშვილის მე-2 გამარჯვება - ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალშია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს ალტუგ ჩელიკბილეკი (309) დაამარცხა. მძიმე ჩავარდნის შემდეგ, საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი თამაშების მოგებას იწყებს. ნიკოლოზს ახალ სეზონამდე ზედიზედ 11 მარცხი ჰქონდა, თუმცა 2021 წლის დაწყებისთანავე ანტალიაში მან უკვე მე-2 შეხვედრა მოიგო. ბასილაშვილმა დღეს 24 წლის თურქ ჩოგბურთელი 2 სეტში - 7:6; 6:4 დაამარცხა. დაპირისპირება 1 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ბასილაშვილმა მეტოქე 5-ჯერ დააბრეიკა, 3 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნიკოლოზს მეოთხედფინალში სერიოზული მეტოქე ელის - მსოფლიოს 23-ე ჩოგანი ალექს დე მინაური, რომელთანაც ქართველი კარიერაში პირველად ითამაშებს.  

სხვა სტატიები