ბასილაშვილის მეტოქე ინდიან უელსზე ცნობილია

392
ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდიან უელსის მასტერსმა აიღო სტარტი.

ცნობილი გახდა, თუ ვის დაუპირისპირდება ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ტურნირის მე-2 რაუნდში.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ინდოელი პრანეშ გუნესვარანი იქნება.

ის მსოფლიოს 97-ე ჩოგანია და ინდიან უელსის პირველ რაუნდში ბენუა პაირე (69) 2 სეტში დაამარცხა – 7:5; 6:4.

ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ ATP ინდიან უელსის ტურნირი 1000-იანთა თანრიგიდანაა. მასტერსის საპრიზო ფონდი 9 მილიონ დოლარს შეადგენს.

(392)

ბასილაშვილის მეტოქე ინდიან უელსზე ცნობილია

სტატიის ავტორი
-