Belive

ბასილაშვილის მეტოქე მადრიდის მასტერსზე ცნობილია!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 1000-ქულიან ტურნირზე ასპარეზობას იწყებს, მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ახალგაზრდა ჩოგბურთელი ფრენსის ტიაფო იქნება. იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპს გადალახავს მეორე რაუნდში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერისა და მიხაილ კუკუშკინის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ქართველის მეტოქე დიდი ალბათობით ესპანელი მატადორი, რაფაელ ნადალი იქნება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია, რის გამოც იგი მასტერსის ტურნირზე განთესილია და პირდაპირ ძირითადი ბადიდან დაიწყებს ასპარეზობას. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.  

სხვა სტატიები