Belive

ბასილაშვილის მეტოქე შანხაის მასტერსის მე-2 ეტაპზე ცნობილია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
6 ოქტომბერს სტარტი აიღო შანხაის მასტერსმა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა (26) ტურნირის პირველ თამაშში რადუ ალბოტი (46) 4:6; 6:1; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი მე-2 რაუნდში ფრანგ, ბენოი პაირეს (23) დაუპირისპირდება, რომელმაც თავისი შეხვედრა მარკო ჩეკინატოსთან (69) მოიგო. ბასილაშვილისა და პაირეს თამაში ხვალ 10:00-ზეა ჩანიშნული. ნიკოლოზი ფრანგს კარიერაში 3-ჯერ შეხვდა, თუმცა მასთან არ მოუგია.  

სხვა სტატიები