Belive

ბასილაშვილის მეტოქე ცინცინატის მასტერსზე ცნობილია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ში სტარტი აიღო ცინცინატის მასტერსმა, რომელშიც მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩოგბურთელი იღებს მონაწილეობას. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის პირველ ეტაპზე რუს, ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება ნიკოლოზს აღნიშნულ მეტოქესთან თამაში 28 ივლისს ჰამბურგის ტურნირის ფინალშიც მოუწია. წინა დაპირისპირება ბასილაშვილმა 3 სეტში მოიგო და ტიტულიც მოიპოვა. ცნობილია, რომ ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გრიგორ დიმიტროვსა (74) და სტენ ვავრინკას (23) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები