Belive

ბასილაშვილის პირველი მეტოქე პეკინის ტურნირზე ცნობილია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მომდევნო კვირიდან სტარტს აიღებს პეკინის ტურნირი, რომელიც ATP-ის 500-იანთა თანრიგიდანაა. ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) პირველ ეტაპზე მსოფლიოს 22-ე ჩოგანს, გუიდო პელას დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელისთვის ჩინეთში გასამართი ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოზმა პეკინში შარშან ტიტული მოიპოვა, წელს მას იგივეს გაკეთება და 500 სარეიტინგო ქულის დაცვა სჭირდება. ბასილაშვილი პელას პირველად 2018 წელს US OPEN-ზე დაუპირისპირდა და მაშინ მეტოქე 4 სეტში დაამარცხა. არგენტინელი და ქართველი ჩოგბურთელების თამაში პეკინში 30 სექტემბერს დილის 7 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები