ბასილაშვილის რთული ბადე | მონტე კარლოს მასტერსი იწყება!

გასულ კვირას ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში, სარდინიას 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც ნახევარფინალურ ეტაპზე, ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, ლასლო ჯერესთან დამარცხდა, რომელმაც საბოლოოდ წლევანდელი ასპარეზის მოგება ვერ მოახერხა – სარდინიას ტურნირი ადგილობრივმა, ლორენცო სონეგომ მოიგო.

ახალი კვირიდან სტარტი წლევანდელი სეზონის პირველმა თიხისსაფარიანმა, მონტე კარლოს, მასტერსმა აიღო, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად მსოფლიო ჩოგბურთის TOP ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას მათ შორის – ჯოკოვიჩი და ნადალიც.

მონტე კარლოს მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფილიპ კრაინოვიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ქართველს ერთი საფეხურით ჩამორჩება და 37-ე პოზიციას იკავებს.

იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი პირველ რაუნდს წარმატებით დაძლევს მისი მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-2 ნომერი, დანილ მედვედევი იქნება, რომელთანაც მოგებაზე საუბარი საკმაოდ ამბიციური და ხმამაღალი განაცხადი იქნება.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მასტერსის ტიპის ტურნირი ყოველწლიურ საჩოგბურთო ბადეში 9-ჯერ იმართება, ტურნირი 1000-ქულიანია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩემპიონის ტიტულის მფლობელს რეიტინგში, ჩოგბურთის პრინციპების მიხედვით ანუ გასულ წელს დაფიქსირებული შედეგის შესაბამსიად, 1000-ქულა დაემატება.

(625)

ბასილაშვილის რთული ბადე | მონტე კარლოს მასტერსი იწყება!

სტატიის ავტორი
-