Belive

ბასილაშვილის ზედიზედ მე-8 მარცხი | ნიკოლოზი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება - როტერდამის 500-იანთა თანრიგის ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. ბასილაშვილი დღეს ამერიკელ, მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა. 29 წლის ჩოგბურთელი მსოფლიოს 49-ე ჩოგანთან 2 სეტში დამარცხდა - 6:3; 6:2. შეხვედრა, რომელიც მხოლოდ 1 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზის მხრიდან არასანახაობრივი ჩოგბურთით გამოირჩეოდა. ქართველმა მაკდონალდის წინააღმდეგ საკუთარი ჩაწოდება 4-ჯერ დათმო, ბრეიკ პოინტის შესრულება კი მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მე-8 შეხვედრა დათმო. ბოლოს მან გასული წლის 25 ოქტომბერს, პაბლო კარენო-ბუსტასთან მოიგო.

სხვა სტატიები