Belive

ბასილაშვილმა 394-ე ჩოგანი 4 სეტში დაამარცხა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ის ღია პირველობის მე-2 ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს 394-ე ჩოგანს, ჯენსონ ბრუკსბის დაუპირისპირდა და 4 სეტში გაიმარჯვა - 3:6; 7:6; 7:5; 6:2 ქართველმა ჩოგბურთელმა 18 წლის ამერიკელთან საშინლად დაიწყო. ნიკოლოზმა პირველი სეტი 6:3 დათმო, მე-2 სეტში კი 4:0-ს მარცხდებოდა. საბოლოოდ ბასილაშვილმა ბრუკსბის ზედიზედ 3 სეტი მოუგო და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, ქართველ ჩოგბურთელს პრობლემები ჩაწოდებებზე ისევ ჰქონდა. ნიკოლოზმა 15 ორმაგი შეცდომა დაუშვა. აშშ-ის ღია პირველობის 1/16 ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ, დომინიკ კოეპფერს (118) დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები