Belive

ბასილაშვილმა 78-ე ჩოგანთან პირველი სეტი დათმო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საფრანგეთში სტარტი აიღო როლან გაროსმა, რომლის საპრიზო ფონდი 42 მილიონი ევროა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა (16) საფრანგეთის ღია პირველობის პირველ ეტაპზე 78-ე ჩოგანთან, ხუან იგნასიო ლონდეროსთან პირველი სეტი წააგო - 4:6. ქართველმა ჩოგბურთელი მეტოქეს მე-3 გეიმში გაშვებული ბრეიკ პოინტის გამო ჩამორჩა. პირველ სეტში ბასილაშვილმა 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ლონდერომ კი - 10. აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ნიკოლოზი მიშა ზვერევსა (102) და რიჩარდ გასკეს (39) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები