Belive

ბასილაშვილმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი სეზონი დაიწყო - მსოფლიოს მე-40 ჩოგანმა ანტალიის 250-იანთა თანრიგის ტურნირზე ანდრეა არნაბოლდი 3 სეტში დაამარცხა. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ჩოგბურთელი პირად ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების შემდეგ ძალიან ცუდ ფორმაში იყო. ნიკოლოზმა გასული წლის მეორე ნახევარი საშინლად ჩაატარა და დღევანდელ დაპირისპირებამდე მას ზედიზედ 11 მარცხი ჰქონდა. დღეს ბასილაშვილმა იტალიელი ჩოგბურთელი არც თუ ისე მარტივად, 2 საათსა და 4 წუთში - 4:6; 7:5; 6:1 დაამარცხა. ანდრეა არნაბოლდი მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ 267-ე პოზიციას იკავებს, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მასთან მაინც დათმო. ნიკოლოზი იტალიელთან ბრეიკით მე-2 სეტსაც აგებდა, თუმცა ბასილაშვილმა თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება მოახერხა. ასე რომ, საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა მარტის შემდეგ შეხვედრა პირველად მოიგო. ანტალიის ტურნირის 1/16 ფინალში ნიკოლოზი ალტუგ ჩელიკბილეკს (309) შეხვდება.

სხვა სტატიები