Belive

ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დუბაის 500-იანთა თანრიგის ტურნირი წარმატებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ლიეტუველ, რიკარდას ბერანკისს (62) დაუპირისპირდა და მეტოქე რთულ ბრძოლაში, 3 სეტში - 5:7; 7:6; 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზმა ბერანკისის დაბრეიკება 4-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ, ბერანკისმა 12-დან 3 შესაძლებლობა გამოიყენა. ბასილაშვილს ჩაწოდებაზე კვლავ ჰქონდა ხარვეზები და ორმაგი შეცდომა 10-ჯერ დაუშვა, თუმცა თამაშში 14 ეისი შეასრულა. ნიკოლოზ ბასილაშვილო, რომელიც ახლა მსოფლიოს 29-ე ჩოგანია, დუბაის ტურნირის მერვედფინალში ბაუტისტა-აგუტსა და შტრუფს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები