Belive

ბასილაშვილმა მეცის ტურნირი მოგებით დაიწყო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
16 სექტემბერს საფრანგეთში სტარტი აიღო მეცის ტურნირმა, რომელიც ATP-ის 250-იანთა თანრიგიდანაა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პირველ ეტაპზე თავისუფალი იყო, 1/8-ფინალურ ეტაპზე იანიკ მადენს (129) დაუპირისპირდა. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი ორ სეტში დაამარცხა - 2:6; 6:7 და მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილისა და მადენის დაპირისპირება საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა მეტოქე 6-ჯერ დააბრეიკა. სასიხარულოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი დღეს ჩაწოდებაზე უკეთესად გამოიყურებოდა და ჯამში 14 ეისი შეასრულა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ მეცის ტურნირის მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგას (61) შეხვდება.

სხვა სტატიები