Belive

ბასილაშვილმა მიუნხენში მარტივი გამარჯვებით დაიწყო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მიუნხენში, ATP 250 კატეგორიის ტურნირი, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში დაამარცხა ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო და რევანში აუღო მას შარშან, როლან გაროსის პირველ წრეში მარცხისთვის. შეხვედრა საათი და 21 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილმა 6:2, 6:3 გაიმარჯვა. პირველი სეტის სტარტზე ბრაზილიელმა ბრეიკი შეასრულა, რასაც ბასილაშვილმა სამი ბრეიკით უპასუხა. მეორე სეტში ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტების ასპროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდათ – ქართველს ორიდან ორი და მონტეიროს – ერთიდან ერთი. საბოლოოდ, ბასილაშვილმა შვიდიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მისმა მეტოქემ – ორიდან ორი.
მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე კოლუმბიელი დანიელ რივეროსისა და ამერიკელი სებასტიან კორდას შეხვედრაში გაირკვევა.

სხვა სტატიები