Belive

ბასილაშვილმა რომში ნადალთან ერთად ივარჯიშა (ვიდეო)

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი რომში გასამართი ტურნირისთვის ემზადება. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს იტალიის დედაქალაქში ლეგენდარულ რაფაელ ნადალთან ერთად ივარჯიშა. ნიკოლოზმა ამის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"შესანიშნავი ვარჯიში დღეს," - წერს 29 წლის ქართველი.
 
  როგორც იცით, ბასილაშვილი რომის მასტერსის პირველ ეტაპზე მატეო ბერეტინის (9) დაუპირისპირდება. იტალიელი ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია - მან ჯერ ბელგრადის 250-იანი ტურნირი მოიგო, მადრიდის მასტერსზე კი ბერეტინი ფინალში გავიდა და დაძაბულ ბრძოლაში, ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა.  

სხვა სტატიები