Belive

ბასილაშვილმა შტრუფს მოუგო და კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 41-ე ჩოგანი - იან-ლენარდ შტრუფი სამ სეტში, ანგარიშით 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ლასლო ჯერე (57) იქნება, რომელმაც გუშინ ლორენცო მუსეტის მოუგო. მატჩი დღეს 15:30 საათზეა ჩანიშნული. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ლორენცო სონეგო და ტეილორ ფრიცი დაუპირისპირდებიან. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ლასლო ჯერეა - სერბმა გასულ წელს ფინალში მარკო ჩეკინატო დაამარცხა.

ბასილაშვილი V შტრუფი (მატჩის მიმოხილვა)


სხვა სტატიები