Belive

ბასილაშვილმა ცონგასთან თამაშის დასრულება ვერ მოახერხა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მეცის ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდა და დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტის მოგება (7:5) მოახერხა, თუმცა დარჩენილ 2 სეტში დამაჯერებლად ვეღარ გამოიყურებოდა. ნიკოლოზმა მე-2 სეტი 3:6 დათმო. გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი ორჯერ დაბრეიკდა, რის შემდეგაც მხარი ატკივდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ცნობილია, რომ საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელს ბოლო პერიოდში მხარი ხშირად აწუხებს და ოპერაციის გაკეთებას გეგმავს.

სხვა სტატიები