Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP მიუნხენის 1/4 ფინალში გავიდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მიუნხენში, ATP 250 კატეგორიის ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში, 6:4 6:2 დაამარცხა კოლუმბიელი გალან რივეროსი და მიუნხენის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სლოვაკი - ნორბერტ გომბოცი იქნება. მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული. პირველ სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიკის შესრულება მე-5 გეიმში მოახერხა და ანგარიში 3:2 გახადა, რის შემდეგაც საკუთარი ჩაწოდებები აუღელვებლად, ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიგო და სეტი 6:4 დაასრულა. მეორე სეტის დასაწყისში კი, საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველივე ჩაწოდებაზე დააბრეიკა მეტოქე და წინ 2:0 გავიდა, შემდეგ კი თავად დაბრეიკდა და ანგარიში 2:2 გახდა. ბრეიკს უკუბრეიკი მოაყოლა ნიკოლოზმა და კვლავ ბრეიკით წინ გავიდა 3:2. ბასილაშვილმა მეტოქე 4:2 დააბრეიკა და სეტზე აწვდიდა, რაც კარგად გამოიყენა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 6:2 დააფიქსირა. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/4 ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა.

სხვა სტატიები