Belive

ბილ გეითსი ინდიან უელსზე | რა თანხა გამოიმუშავა ბიზნესმენმა მატჩის ყურების დროს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კალიფორნიაში საჩოგბურთო ტურნირი - ინდიან უელსი მიმდინარეობს, რომელიც მასტერსის ტიპისაა ანუ 1,000-ქულიანია. ტურნირი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის 2 ნახევარფინალური წყვილია ცნობილი - ნადალი Vs. ალკარასი; ფრიცი Vs. რუბლევი.  აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს არაერთი ცნობილი ფიგურა ესწრება, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ჩოგბურთი აინტერესებთ და უყვართ, თუმცა შეხვდებით ისეთებსაც, ვინც ჩოგბურთთან ნაკლებად იკვეთებიან. ინდიან უელსის 1/4-ფინალში საჩოგბურთო აუდიტორიამ კორტზე ბილ გეითსი იხილა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "მსოფლიოში ყველაზე მდიდარი" ადამიანის სტატუსს ატარებდა, ამჟამად კი ათეულის მყარი წევრია. ბილ გეითსი ტეილორ ფრიცისა და მიომირ კეჩმანოვიჩის დაპირისპირებას ესწრებოდა. ხსენებული შეხვედრა საათსა და 59 წუთს გაგრძელდა, სადაც ამერიკელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. სანამ ბილ გეითსი საჩოგბურთო დაპირისპირებას თვალყურს ადევნებდა, მან 906,780 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 66 წლის ამერიკელი ბიზნესმენი წამში 127$-ს გამოიმუშავებს, ხოლო მისი ჯამური ქონება 133.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

სხვა სტატიები