ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობაზე უშანსოდ დამარცხდა

დღეს, გამთენიისას, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა მარიამ ბოლქვაძემ გამართა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 141-ე ჩოგანი, კაროლინა დოლეჰაიდი გახლდათ. პერსპექტიულ ამერიკელთან მარიამი 2 სეტში – 3:6; 2:6 დამარცხდა. დაპირისპირება 1 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა.

მარიამ ბოლქვაძე კაროლინასთან თამაშში 4-ჯერ დაბრეიკდა. პირველ სეტში 22 წლის ქართველმა ერთი უკუბრეიკის შესრულება მოახერხა, თუმცა წინ გასვლა ვეღარ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ უნებლიე შეცდომების რაოდენობით (მარიამს 20, კაროლინას – 19) თითქმის თანაფარდობა იყო, თუმცა დოლეჰაიდმა თამაშში ბოლქვაძეზე 15-ით მეტი (11), 26 ვინერსი შეასრულა.

სწორედ ეს გახდა მარიამ ბოლქვაძის მარცხის მთავარი მიზეზი. ახალგაზრდა ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 164-ე ჩოგანია.

 

(162)

ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობაზე უშანსოდ დამარცხდა

სტატიის ავტორი
-