Belive

ბოლქვაძემ ჩინეთში პირველი რაუნდი წარმატებით გაიარა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მარიამ ბოლქვაძე ახალი კვირიდან ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე ჩაერთო, სადაც პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ადგილობრივი ჩოგბურთელი იუ იუანი გახლდათ. მარიამ ბოლქვაძემ იუანის ბარიერი საკმაოდ მარტივად 2-სეტში, ანგარიშით - 6:2, 6:2 დაძლია. მარიამ ბოლქვაძე ამჟამად მსოლფიო რეიტინგის 158-ე პოზიციაზეა. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე ისევ ადგილობრივი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 360-ე ნომერი, ციუე სუნი იქნება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

სხვა სტატიები