Belive

ბორის ბეკერი: "მარი საუკეთესოობისთვის ისევ იბრძოლებს"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, დიდი სლემის ტურნირების 6-გზის გამარჯვებულმა და მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა ბორის ბეკერმა ენდი მარის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა გერმანელმა ჩოგბურთელმა თქვა, რომ შოტლანდიელს საუკეთესო ფორმის დაბრუნების შანსი კვლავაც აქვს. "თუ ენდი ფორმის შენარჩუნებას მოახერხებს, ვფიქრობ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელობისთვის იბრძოლებს. მას დიდი ნებისყოფა მართებს, რადგან საკმაო დრო გაუცდა. აუციელბელია ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება, რისთვისაც მას კორტზე ვარჯიშის გარდა, ტურნირებში მონაწილეობის მიღება სჭირდება. რაც მეტ ტურნირზე ითამაშებს, მით მეტ პრაქტიკას მიიღებს საუკეთესო სპორტსმენებთან. ენდი 32 წლისაა და ეს ძალიან დიდი ასაკი არ არის. არაფერია იმაზე საშინელი, როცა სპორტსმენს კარიერის დასრულება ტრავმის გამო უწევს. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე",-თქვა ბეკერმა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა წინა წელს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და ბოლოს კორტზე ნოემბერში გავიდა

სხვა სტატიები