Belive

ბრიტანელი ძმების ტანდემმა წარმატებული სტარტი აიღო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ენდი მარი ვაშინგტონის ტურნირზე დაბრუნდა, თუმცა არა ერთეულთა, არამედ წყვილთა თანრიგში. მისი მეწყვილე საკუთარი ძმა ჯეიმი მარი გახლავთ. პირველ ეტაპზე ბრიტანელი ძმების მეტოქეები საკმაოდ გამოცდილი როჟე ვასლენისა და მაიუს წყვილი გახლდათ. მათი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი სეტი ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა, მეორე სეტში წონასწორობა აღდგა და შესაბამისად მესამე სეტში შეხვედრის გადამწყვეტი ტაი-ბრეიკიც შედგა, რომელშიც ძმებმა მეტოქე 10:5 დაამარცხეს. მომდევენო ეტაპზე ბრიტანელი ძმების მეტოქეები საკმაოდ გამოცდილი, ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი წყვილი - კლაასენი და ვენუსი იქნებიან.

სხვა სტატიები