Belive

ბუშარმა ბოლო 9 თვეში პირველი მატჩი მოიგო 

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს ყოფილმა მეხუთე ჩოგანმა ეჟენი ბუშარმა ბოლო 9 თვეში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჰიუსტონში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე, კანადელმა ჩოგბურთელმა ვალენტინი გრამატიკოპულო ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა. აქამდე, 25 წლის სპორტსმენს ზედიზედ 13 მარცხი ჰქონდა. მოუგებელი სერია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, როცა დუბაიში გამართული ტურნირის 1/16-ფინალში რუმინელ სიმონა ჰალეპთან დამარცხდა. აშშ-ში მიმდინარე პირველობაზე, ბუშარის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ფრანცესკა დი ლორენცო იქნება, გამარჯვებული მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს. ამჟამად WTA-ს რეიტინგში ბუშარი 220-ე ადგილზეა. ცოტა ხნის წინ, მან თქვა, რომ წაგებით დაიღალა და საკუთარ თავზე უფრო მეტ მუშაობას აპირებს.

სხვა სტატიები