“ჩანაწერები ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა” – ნიკოლოზ ბასილაშვილი გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია TV Pirveli-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის საუბრის ამსახველი შესაძლო ფარული ჩანაწერი ფიგურირებდა.

“მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:

ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა, შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს მსოფლიოს 23-ე ჩოგანი სოციალურ ქსელში.

 

TV Pirveli-ის სიუჟეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნელი დოროყაშვილის შესახებ

“ჩანაწერები ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა” – ნიკოლოზ ბასილაშვილი გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-