Belive

ჩატარდება თუ არა ავსტრალიის ღია პირველობა

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

წელიწადის განმავლობაში საჩოგბურთო სამყაროში ოთხი დიდი სლემის ტურნირი ტარდება - მათ შორის პირველი ავსტრალიის ღია პირველობაა, რომელიც მელბურნში იმართება. მოგეხსენებათ, რომ ავსტრალიაში ხანძრის გამო გარემო პირობები საგრძნობლად გაუარესებულია. მელბურნში ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია, ასევე ტემპერატურაც ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს, რის გამოც უკვე მოხდა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე ჩოგბურთელები ცუდად გახდნენ. ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა სუნთქვის პრობლემების გამო ბურთის მომტანი ბიჭი ცუდად გახდა. ჟილ სიმონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთ პირობებში შეხვედრების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია.

რაც შეეხება ტურნირის ორგანიზატორებს, მათი განცხადებით ამ ეტაპზე ავსტრალიის ღია პირველობის გაუქმება ან გადადება არ იგეგმება.
მელბურნი
მელბურნის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისაგან.  

სხვა სტატიები