Belive

ჩინელი ჩოგბურთელი პოლიტიკოსის ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ გაუჩინარდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყოფილი მე-14, ხოლო ჩინეთის პირველი ჩოგანი პენ შუაი გაუჩინარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის ფემინისტების გაერთიანება აქვეყნებს. 35 წლის სპორტსმენის გაუჩინარების ამბავს პოლიტიკოსს უკავშირებენ. პენ შუაიმ ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ძალადობაში დაადანაშაულა. ჩოგბურთელმა საჯარო პოსტი ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულ სოციალურ ქსელ, Weibo-ში გამოაქვეყნა, რომელიც ადგილობრივი ცენზურის გამო მალევე წაიშალა. პენ შუაის ადგილსამყოფელის შესახებ უკვე 2 კვირაზე მეტია არავინ იცის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩოგბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, პენ შუაის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ პენ შუაის კარიერაში საუკეთეო შედეგი 2014 წელს ჰქონდა, მაშინ, როდესაც ის US-open-ის ნახევარფინალში გავიდა.