Belive

ჩოგბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტი ტიტული მოიგეს 2020 წელს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2020 წლის საჩოგბურთო სეზონი ჩოგბურთის ისტორიაში ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეულია უამრავი მიზეზიდან გამომდინარე, თუმცა თითოეული ეს მიზეზი მსოფლიოში არსებული პანდემიითაა გამოწვეული. განსხვავებულ ფორმატში მიმდინარე სეზონში უამრავი ტურნირი გაუქმდა, თუმცა შესაძლებლობისამებრ ჩატარდა ის ტურნირები, რომელთა ორგანიზატორებმაც მიიჩნიეს, რომ პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ნორმებს სრულად დაიცავდნენ. ATP-ის სოციალური გვერდი წლევანდელი ტრიუმფატორების სიას გვთავაზობს, ცოტა უცნაურია როდესაც სეზონის მიწურულს წლის ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენს აქტივში 4 ტიტული უფიქსირდება, თუმცა ეს ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს.

 
View this post on Instagram
 

2020 leaders 💪 Presenting the men with multiple titles this season 🏆

A post shared by ATP Tour (@atptour) on

როგორც ხედავთ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებელს უნიჭიერესი რუსი ჩოგბურთელი, ანდრეი რუბლევი ლიდერობს. ასევე გამოსარჩევია უგო უმბერისა და კრისტიან გარინის წარმატებული სეზონი.  

სხვა სტატიები