ჩოგბურთი ბრუნდება – ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

5 თვიანი პაუზის შემდეგ, კორტზე ჩოგბურთი ბრუნდება. ხვალიდან სტარტს ცინცინატის მასტერსი აიღებს, რომელშიც არაერთი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. მათ რიგებშია საქართველოს N1 ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცინცინატის მასტერსზე – ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბადის უკიდურეს ზედა ნაწილში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ 2 წარმატებული შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, მას 1/4 ფინალში, დიდი ალბათობით, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ საათზე დაიწყება ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ფელიქს ოჟე-ალიასიმის მატჩი.

(135)

ჩოგბურთი ბრუნდება – ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-