Belive

"ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო ხარ", - მედვედევი ჯოკოვიჩს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
30 აგვისტოდან ჩოგბურთის სამყაროს 2021 წლის უკანასკნელი დიდი სლემის, ამერიკის ღია პირველობის, თვალყურის დევნების საშუალება ჰქონდა. ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და 2020 წლის ჩემპიონის, დომინიკ ტიმის გარდა ყველა ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, ამერიკის ღია პირველობის ტურნირის ფინალში, მსოფლიო რეიტინგის ლიდერების დუელი შედგა – ნოვაკ ჯოკოვიჩი დანილ მედვედევს დაუპირისპირდა. შეხვედრის ერთმნიშვნელოვან ფავორიტად სერბი ჩოგბურთელი იყო მიჩნეული, თუმცა შეხვედრა სრულიად სხვაგვარად განვითარდა – დანილ მედვედევმა, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი 3-სეტში, ანგარიშით – 6:4; 6:4; 6:4 დაამარცხა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ჩოგბურთელების გამოსვლიდან: "ვფიქრობ, რომ თუ ვინმე იმსახურებდა, რომ დიდი სლემის ტიტული ჰქონდეს, ეს აუცილებლად შენ ხარ, დანილ", - განაცხადა ჯოკოვიჩმა. "მსგავსი რამ არასოდეს არავისთვის მითქვამს, თუმცა ახლა უნდა ვთქვა - ნოვაკ, ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო ხარ", - ასეთი სიტყვებით მიმართა მედვედევმა ჯოკოვიჩს. შეგახსენებთ, რომ დანილ მედვედევმა კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები