Belive

დანილ მედვედევის ისტორიული შედეგი

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2020 წლის ელიტარული საჩოგბურთო სეზონი დასრულებულია, ბოლო ტურნირი ტრადიციულად ლონდონში გაიმართა, სადაცმსოფლიო რეიტინგის 8 საუკეთესო ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და გარკვეულწილად ფაქტებით დადასტურდა ის რეალობა, რომ "იწყება თაობათა ცვლა" - ნახევარფინალურ ეტაპზე ბადის ერთ მხარეს ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხეს, მეორე მხარეს კი რაფაელ ნადალი - ჯოკოვიჩი ტიმმა, ნადალი მედვედევმა... დანილ მედვედევი ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის ტრიუმფატორი მარცხის გარეშე გახდა, რაც თავისმხრივ საუკეთესო შედეგია, მაგრამ მსგავსი ფაქტი ისტორიაში არაერთხელ დაფიქსირებულა, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა ისტორიული რეკორდის დამყარება სხვა მხრივ მოახერხა, ის გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის საჩემპიონო გზაზე მსოფლიოს პირველი, მეორე და მესამე ნომრები დაამარცხა. საჩოგბურთო სეზონი 2021 წლის იანვრიდან გაგრძელდება, მანამდე კი შეგიძლიათ შედარებით დაბალი დონის ტურნირებით (Challenger) ისიამოვნოთ.

სხვა სტატიები