Belive

დანილ მედვედევის მოულოდნელი მარცხი

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩთან უშანსოდ დამარცხების შემდეგ ნიდერლანდებში, როტერდამის ტურნირზე ჩავიდა, სადაც მისი პირველი მეტოქე სერბი, დუშან ლაიოვიჩი გახლდათ. შეხვედრის უპირობო ფავორიტად ექსპერტებმა, ცხადია, რომ მედვედევი მიიჩნიეს, თუმცა რუსი ჩოგბურთელი მის მეტოქესთან 2-სეტში, ანგარიშით 6:7(4); 4:6 - დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მედვედევმა ავსტრალიის ღია პირველობამდე მიჯრით 20 შეხვედრაში იმარჯვა, რაც ფენომენალური მაჩვენებელია - ამჟამად ის მსოფლიო რეიტინგში მე-3 პოზიციას იკავებს და უშუალო კონკურენტ, რაფაელ ნადალს მხოლოდ 115 ქულით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს, რომ როტერდამის 500-ქულიანი ტურნირიდან წარმოშობით რუსი ალექსანდრ ზვერევიც მოულოდნელად გამოვარდა, მისი დამარცხება ყაზახმა ალექსანდრ ბუბლიკმა 2-სეტში შეძლო.

სხვა სტატიები