Belive

დანილ მედვედევის პერსონალური ფორჰენდის რეკორდი

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში დანილ მედვედევი სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ ასპარეზობს. შეხვედრის მეორე სეტში, ანგარიშით 1:1-ზე, დანილ მედვედევმა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, სადაც დაძაბული გათამაშების დასასრული მისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ რუსმა ჩოგბურთელმა ბერძენ მეტოქეს დასკვნითი ფორჰენდი უძლიერესი სიზუსტით შეუსრულა, რაც მისთვის პერსონალური რეკორდი აღმოჩნდა.

დანილის ფორჰენდის სიჩქარემ 158.38 კმ/სთ შეადგინა. დანილ მედვედევი გამარჯვების შემთხვევაში, საფინალო დაპირისპირებას ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები