“დაფიქრდით სანამ სიცრუეს გაავრცელებთ” – ჯოკოვიჩმა EUROSPORT-ი გააკრიტიკა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. 2023 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის 1/64-ფინალურ ეტაპზე, სერბმა ჩოგბურთელმა ესპანელი კარბალეს ბაენას ბარიერი მარტივად გადალახა.

ჯოკოვიჩმა მეტოქე 3 სეტში (6:3, 6:4, 6:0) დაამარცხა და 1/32-ფინალური საგზური მოიპოვა, სადაც ფრანგი ენცო კუაკოს დამარცხებას შეეცდება. მარტივად მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, ჯოკოვიჩი კრიტიკის მსხვერპლი გახდა და როგორც თავად აღნიშნავს, Eurosport-მა ის წესების დარღვევაში სრულიად დაუმსახურებლად დაადანაშაულა.

ავტორიტეტულმა სპორტულმა მედია საშუალებამ ჯოკოვიჩი წესების დარღვევაში დაადანაშაულა, მაგრამ ჯოკოვიჩი აღნიშნავს, რომ კორტი მსაჯთან შეთანხმების შემდეგ დატოვა და Eurosport-ს მოუწოდა, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია აღარ გაავრცელოს.


"დაფიქრდით სანამ სიცრუეს გაავრცელებთ" - ჯოკოვიჩმა EUROSPORT-ი გააკრიტიკა 1

“მსაჯმა ტუალეტში გასვლის შესაძლებლობა მომცა, მაგრამ გამაფრთხილა, რომ ბრეიკებს შორის არსებული შესვენებით მესარგებლა. კორტიდან თითქმის გასული ვიყავი, როდესაც დამიძახა (მისი ხმა ვერ გავიგე) რათა ეთქვა, რომ ტუალეტი საწინააღმდეგო მხარეს იყო. დროის სიმცირის გამო ძალიან ვჩქარობდი. მისი მითითებები და მით უმეტეს წესები არ დამირღვევია. მსაჯმა კორტის დატოვების ნებართვა მომცა. შემდეგში კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს დაწერთ, რადგან სპორტის უამრავი გულშემატკივრის მიმართ, რომელთაც თქვენი გვერდი აქვთ გამოწერილი პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ”, – ნოვაკ ჯოკოვიჩი.

“დაფიქრდით სანამ სიცრუეს გაავრცელებთ” – ჯოკოვიჩმა EUROSPORT-ი გააკრიტიკა

სტატიის ავტორი
-