Belive

დაუმარცხებელი ჩემპიონი შანხაის მომდევნო ეტაპზეა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირის მე-2 ეტაპზე გავიდა. მისი მეტოქე კანადელი ტალანტი, დენის შაპოვალოვი გახლდათ, რომელსაც ქართველმა ჩოგბურთელმა 2 სეტში შესანიშნავად სძლია.  შეხვედრის პირველ და მეორე სეტს აბსოლუტურად ერთნაირი განვითარება ჰქონდა. მოთამაშეებმა საკუთარი თავდაპირველი 2-2 გეიმი აქტივში ჩაიწერეს, თუმცა შემდეგ ნიკამ მიჯრით ორივე სეტში 4 გეიმი მოიგო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:2, 6:2 ბასილაშვილის სასარგებლოდ. მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერ, ახალგაზრდა ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები