Belive

დავიდ ფერერმა უკანასკნელი ტურნირი დამაჯერებლად დაიწყო

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ჩოგბურთის მოყვარულებისათვის კარგად ნაცნობი დავიდ ფერერი კარიერის უკანასკნელ ტურნირს ატარებს. რამდენიმე თვის წინ მან დააანონსა, რომ კარიერაში უკანასკნელ ტურნირს ბარსელონაში ჩაატარებდა მანამდე კი იუქმებდა, ასეც მოხდა. ამრიგად, დავიდ ფერერი მაყურებლის წინაშე ბარსელონაში საკუთარ პირველ შეხვედრაში მიშა ზვერევის წინააღმდეგ უკვე წარსდგა და საკმაოდ დამაჯერებლადაც. ფერერს პირველ სეტში მეტოქის მშრალად დამარცხების შანსიც ჰქონდა, ვინაიდან თამაში უშეცდომოდ და ბრწყინვალედ დაიწყო - საბოლოოდ სეტი 1-ბრეიკიანი უპირატესობით მიიწერა აქტივში - 6:3. შეიძლება ითქვას, რომ არც მეორე სეტში დაუკლია არაფერი მიშა ზვერევისათვის, რომელიც ამ ეტაპზე ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტს, უფრო მეტიც ესპანელმა მეორე სეტი 3-ბრეიკიანი უპირატესობით დაასრულა, ანგარიშით - 6:1. ფერერმა შეხვედრა საათსა და 6 წუთში მოიგო, რაც ყველაზე მთავარი და აღსანიშნავია ესპანელი ყველანაირ ასპექტში კარგად გამოიყურებოდა, მისი გამჭოლი "ვინერსები" კი ნამდვილად ლამაზი სანახაობა გახლდათ. მომდევნო ეტაპზე დავიდ ფერერის მეტოქე ფრანგი ლუკა პუიე იქნება, რომელმაც პირველ რაუნდში განთესვის გამო შეხვედრა არ ჩაატარა და ფერერს დასვენებული ელოდება.

სხვა სტატიები