Belive

დები უილიამსების შეხვედრა არ შედგა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყარო დიდი ინტერსით ელოდა ჩოგბურთის ისტორიაში "საუკეთესო დების" დაპირისპირებას რომის ტურნირზე, რომელიც არ შედგა. შეხვედრის არ ჩატარების მიზეზი სერენა უილიამსის მუხლის ტრავმაა, რომლის გამოც მან ტურნირიდან მოხსნა გადაწყვიტა, რაც პირდაპირპროპორციულია ვენუსის მომდევნო ეტაპზე გასვლისა. "ძალიან ვწუხვარ აღნიშნულის გამო, მაგრამ ტურნირიდან უნდა მოვეხსნა, მიზეზი მუხლის ტრავმაა. ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რომის ტურნირს მომავალ წლამდე დავემშვიდობები", - განაცხადა 37 წლის ლეგენდარულმა სერენამ. მომდევნო ეტაპზე ვენუს უილიამსის მეტოქე დიდი ალბათობით სლოან სტივენსი იქნება.  

სხვა სტატიები