მსოფლიო ჩოგბურთის ტურნირებს 7 ივნისამდე ვეღარ იხილავს

გავლენიანი მედიაგამოცემა Eurosport იუწყება, რომ ყველანაირი საჩოგბურთო ტურნირი დროებით გაუქმებულია/გადადებულია, მიზეზი, უკვე არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიების ჩამშლელი და ხელისშემშლელი ფაქტორი – კორონავირუსია (covid-19).

ATP-სა და WTA-ს ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად 7 ივნისამდე დაგეგმილი ყველანაირი საჩოგბურთო ღონისძიება გაუქმებულია/გადადებულია.

“ამჟამად არსებული გეგმის თანახმად ყველანაირი საჩოგბურთო ღონისძიება, რომელიც 7 ივნისამდე იყო ჩანიშნული გადადებულია და მათ 8 ივნისიდან განვაახლებთ. ვმუშაობთ იმისათვის, რომ არცერთი ტურნირის გაუქმება არ მოგვიწიოს და შევადგინოთ განახლებული, სრულყოფილი გრაფიკი, რომელიც 2020 წელზე იქნება გათვლილი” 

“აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ATP-სა და WTA-ს ტურნირებს არ ეხებათ, არ ჩატარდება არც Challenger ტურნირები და არც ITF”, – ასეთია ATP-სა და WTA-ს ერთობლივი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ცნობილი გახდა ასევე საფრანგეთის ღია პირველობის განახლებული თარიღი, როლან გაროსი 20 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბრამდე გასტანს.

(45)

მსოფლიო ჩოგბურთის ტურნირებს 7 ივნისამდე ვეღარ იხილავს

სტატიის ავტორი
-