Belive

დელ პოტრომ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2009 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულმა და კიდევ არაერთგზის ტიტულის მფლობელმა ხუან-მარტინ დელ პოტრომ შესაძლოა საჩოგბურთო კარიერის გაგრძელება ვეღარ მოახერხოს, ამის მიზეზი მიმდინარე კვირაში მიღებული ტრავმაა, რომელიც მან დენის შაპოვალოვის წინააღმდეგ მიიღო. "ჩემი კარიერა ტრავმებით აღსავსე იყო, შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა ბედს არასოდეს შევგუებივარ, ყოველთვის ვცდილობ არ დავნებდე და ბოლომდე ვიბრძოლო, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტრავმის შემდეგ კორტზე სრულფასოვანი დაბრუნება ვეღარ მოვახერხო. არ მინდა დავიჯერო, რომ დენის შაპოვალოვის წინააღმდეგ გამართული მატჩი ჩემთვის უკანასკნელი იყო, იმედი მაქვს ისევ მოვახერხებ თამაშს. ყველაზე უკეთ ჩემი ფიზიკური მონაცემები თავად ვიცი და თუ ოდნავი შანსი მექნება კორტზე აუცილებლად დაბრუნდები", - განაცხადა 30 წლის არგენტინელმა ჩოგბურთელმა. დელ პოტროს კარიერაში 22 ტიტული აქვს მოპოვებული, რეიტინგის მხრივ არგენტინელის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირებული მე-3 პოზიცია გახლდათ.

სხვა სტატიები