Belive

დიდი ჩოგბურთი ბრუნდება - ცნობილია ოფიციალური თარიღები

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიოში ფაქტობრივად ყველა დარგის საქმიანობა შეჩერებული გახლდათ, მათ შორის იყო სპორტიც და რა თქმა უნდა, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემადგენელი ნაწილი - ჩოგბურთიც. მას შემდეგ რაც დედამიწა კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას შეეჩვია და ეტაპობრივად ძველი ცხოვრების რიტმის დაბრუნებას ცდილობს, განახლდა არაერთი სპორტული სახეობის ასპარეზობანი. უახლესი ინფორმაციის თანახმად კი ჩოგბურთის ოფიციალური ტურნირები აგვისტოს დასაწყისიდან აიღებს სტარტს. მთავარი საჩოგბურთო ორგანოების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 3 აგვისტოდან WTA-ის ტურნირები აღდგება, 17 აგვისტოდან კი მამაკაცთა ჩოგბურთიც განახლდება.

ქალთა ჩოგბურთი პალერმოს ტურნირით განახლდება, რომელიც 3 აგვისტოს აიღებს სტარტს და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება მამაკაცთა საჩოგბურთო ასპარეზს, როგოც ზემოთ აღვნიშნეთ 17 აგვისტოდან დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ საჩოგბურთო სამყაროს მთავარი ფიგურები ამერიკის ღია პირველობის წინააღმდეგ მიდიან, როგორც ჩანს ამ ყველაფერს ATP-ში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ჩოგბურთი ამერიკული ტურნეებით დაბრუნდება - 17 აგვისტოდან ვაშინგტონის ტურნირი იწყება, რომელის დასრულების შემდეგ ცინცინატის ასპარეზს ვიხილავთ, დასკვნითი და მთავარი ამერიკული საჩოგბურთო ტურნირი US OPEN-ი კი 31 აგვისტოდან დაიწყება. როგორც ირკვევა, ამჟამად გაწერილი სატურნირო ცხრილში მოხვედრილი ტურნირები უმაყურებლოდ ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საჩოგბურთო შეხვედრები აღდგა და ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი დაპირისპირება მიმდინარეობს, თუმცა თითოეული მათგანი საჩვენებელი მატჩის ხასიათს ატარებს.  

სხვა სტატიები