Belive

დიდი დაძაბულობა მარისა და ფონინის შორის

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

საჩოგბურთო სამყაროში აზიური ტურნე მიმდინარეობს - ამჟამინდელი ეპიცენტრი კი შანხაი გახლავთ, სადაც ყოველწლიური მასტერსი მიმდინარეობს. შანხაის მასტერსზე მეორე რაუნდის ყველა შეხვედრა მიილია, მათ შორის პლანეტის ყოფილი ლიდერის, ენდი მარისა და ფაბიო ფონინის შეხვედრაც, რომელიც ყოველმხრივ დაძაბული გამოდგა, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე ადამიანური - ვინაიდან მარისა და ფონინის შორის სიტყვიერი დაპირისპირება შედგა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ყველაფერი განმარტა. ერთ-ერთ დაძაბულ მომენტში, მაშინ როდესაც ენდი ბადესთან იყო გასული და ე.წ. "სმეშის" გასაკეთებლად ემზადებოდა, რა დროსაც ფონინის ყვირილი გაისმა, რაც ცხადია, რომ ბრიტანელისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მოგეხსენებათ, ასეთი რამ ჩოგბურთში მიუღებელია, ამის გამო გაბრაზებული და გაოგნებული ენდი ფაბიოს  უყურებდა, რომლისგანაც მოულოდნელი პასუხი მიიღო, იტალიელმა ბრიტანელს უთხრა, რომ მას ნუ უყურებდა და სხვაგან გაეხედა. როდესაც აღნიშნულმა გეიმმა ჩაიარა და მოთამაშეებს ერთი წუთით უნდა დაესვენათ, მარიმ კოშკურის არბირტს იმ გათამაშებასთან დაკავშირებით კამათი დაუწყო, რომელშიც ფაბიო ფონინიც ჩაერია, ბრიტანელმა კი ის უხამსად მოიშორა და მოუწოდა, რომ ხმა გაეკმინდა.

ენდი მარიმ შანხაის პირველ ეტაპზე ხუან-იგნასიო ლონდერო დაამარცხა, ეს გამარჯვება ბრიტანელისათვის 2017 წლის მაისის შემდეგ პირველი ტრიუმფი გახლდათ მასტერსის ტიპის ტურნირებზე. ფაბიო ფონინისა და ენდი მარის შეხვედრა, 3-სეტიანი გამოდგა, სადაც გამარჯვება იტალიელმა ჩოგბურთელმა მოიპოვა. გთავაზობთ ვიდეოს ქართული ტიტრებით: 

სხვა სტატიები