ჯოკოვიჩმა ძალები აღიდგინა | მატს ვილანდერი სერბის შესახებ კომენტარს აკეთებს

2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა, დასკვნით ფაზაში გადავიდა.

მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში უკვე გამოირკვა პირველი ფინალისტი – მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი.

გასულ დღეებში, ჯოკოვიჩის შესახებ, არაერთმა მედიაგამოცემამ დაწერა, რომ სერბი ტრავმირებული ასპარეზობს, ამის ნათელი მაგალითი მისი ტეილორ ფრიცთან გამართული მე-3, მე-4 და მე-5 სეტი იყო, თუმცა მას შემდეგ ჯოკოვიჩი სულ უფრო “ძლიერდება”.

ნახევარფინალურ ეტაპზე ნოლეს მეტოქე, ტურნირის მთავარი აღმოჩენა, რუსი ჩოგბურთელი, ასლან კარაცევი გახლდათ, რომელსაც ძალიან მარტივად, 3-სეტში გაუმკლავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ყოფილმა ჩოგბურთელმა მატს ვილანდერმა:

“ჯოკოვიჩი ძალიან ჯანსაღად გამოიყურებოდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ის თითოეულ ქულაზე მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული. ბოლო პერიოდში ცალსახა იყო, რომ ნოლეს ფიზიკური მზადყოფნა არ იყო სრულყოფილი, თუმცა კარაცევთან შეხვედრის შემდეგ, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით – არავითარი სისუსთე, არანაირი დაზიანების ნიშანი. ვფიქრობ სერბი ფინალში საკმაოდ კარგ შეხვედრას ჩაატარებს”, – აცხადებს ვილანდერი.

ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ფინალში, სტეფანოს ციციპასისა და დანილ მედვედევის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

(19)

ჯოკოვიჩმა ძალები აღიდგინა | მატს ვილანდერი სერბის შესახებ კომენტარს აკეთებს

სტატიის ავტორი
-