მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა

მსოფლიოს 189-ე ჩოგანი, მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ხორვატ მეტოქესთან – იანა ფეტთან, (254) 3 სეტში, ანგარიშით 7:5, 1:6, 2:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა.

ხორვატი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკნით რაუნდში კატარინა ზავაცკას (უკრაინა, 229) შეხვდება, რომელმაც დღეს რობინ ანდერსონს ორ სეტში (6:4, 6:3) მოუგო. ზავაცკასთან გამარჯვების შემთხვევაში, ფეტი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს.

წელს უიმბლდონზე საქართველოს კიდევ 4 წარმომადგენელი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე ეყოლება.

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-