ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა არც როლან გაროსზე დაუშვან

ნოვაკ ჯოკოვიჩს ვაქცინაციის გამო პრობლემები, შესაძლოა, სხვა ტურნირებზეც შეექმნას. ავტრალიის ღია პირველობის გამოტოვების შემდეგ, სერბს როლან გაროსის მიღმა დატოვებითაც “ემუქრებიან”.

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, როქსანა მარასინეანუმ განაცხადა, რომ ვაქცინის გარეშე საჯარო ადგილებში შესვლას როგორც მაყურებლები, ასევე პროფესიონალები საფრანგეთიდან თუ უცხო ქვეყნებიდან, ვერ შეძლებენ.

გარდა ამისა, ფრანგმა პოლიტიკოსმა კრისტოფ კასტანერმა ვარაუდი გამოთქვა, რომ თუ 34 წლის სერბი კანონს პატივს არ სცემს, შეღავათები მასზე არ იმოქმედებს და საფრანგეთის ღია პირველობა ნოვაკის გარეშე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის დაწყების წინ ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზა ემიგრაციის სამინისტრომ გააუქმა. მიუხედავად გასაჩივრებისა, ავსტრალიის სასამართლომ ჯოკოვიჩის ქვეყნიდან დეპორტაციის უფლება გასცა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა არც როლან გაროსზე დაუშვან

სტატიის ავტორი
-