როლან გაროსი – ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში უშანსოდ დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის 2021 წლის გათამაშებას მეორე წრეში გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის ესპანელ ტალანტ, კარლოს ალკარასთან 3 სეტში – 4:6; 2:6; 4:6 დამარცხდა და საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზი ახალგაზრდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ თითქმის ყველა კომპონენტში დაიჩაგრა. ალკარასმა შეხვედრის მანძილზე 10 ეისი შეასრულა (არცერთი ბასილაშვილმა) და მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა (4-ის წინააღმდეგ) დაუშვა.

ბასილაშვილს ალკარასის წინააღმდეგ 16 ვინერსი დაუგროვდა, რითაც მეტოქეს საგრძნობლად ჩამორჩა (27). გარდა ამისა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა კარლოსის წინააღმდეგ 33 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგად როლან გაროსზე კვლავ 1 მოგება რჩება. 29 წლის ქართველი დიდი სლემის ტურნირზე მეორე წრეზე შორს არასდროს გასულა.

(78)

როლან გაროსი – ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში უშანსოდ დამარცხდა

სტატიის ავტორი
-